Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

ბათუმის ახალ ბულვარში გამწვანების აქცია გაიმართა

26-04-2012
ბათუმის ახალ ბულვარში გამწვანების აქცია გაიმართა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. მოსამართლეებმა და აპარატის თანამშრომლებმა ბათუმის ახალ ბულვარში 50 ერთეული წიწვოვანი ჯიშის ნერგი დარგეს.

 

აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელშეწყობით მოეწყო.

 

გამწვანების აქცია ,,მწვანე პროექტის" ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი გარემოს დაცვის ხელშეწყობა და ჯანმრთელი გარემოს შექმნაა. ასევე მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანება და ყველა იმ ღონისძიებების მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა, რომელიც ბუნების დაცვას უწყობს ხელს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ასეთი სახის აქციებში მონაწილეობის მიღებას.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია