Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა საჯარო ლექცია

12-03-2013
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა საჯარო ლექცია

2013 წლის 07 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში -  ა(ა)იპ "აბროგაცია"-ს ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ,,რა არის მოსამართლის შინაგანი რწმენა?”.

ისინი შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს და სასამართლოს მენეჯერს.

სასამართლოს თავმჯდომარე სტუდენტებს ესაუბრა  თემაზე ,,რა არის მოსამართლის შინაგანი რწმენა?”. სტუდენტები დაინტერესდნენ საქართველოს სისხლის სამართლოს კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებების პროექტით, მათთვის სასურველ კითხვებზე სასამართლოს თავმჯდომარისაგან მიიღეს შესაბამისი განმარტებები.

ისინი კმაყოფილნი დარჩნენ საჯარო ლექციით და ხშირად შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს ასეთი სახის  შეხვედრებს.

ფოტოგალერეა

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია