Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

20-06-2011
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

   2011 წლის 13 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ თ.ბ. დამნაშავედ ცნო დ.კ.-ის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვისათვის. დანაშაული 2010 წლის 05 მაისს ქ.ბათუმში მოხდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ბ.-ს დაუკავშირდნენ გამოძიებით დაუდგენელი რუსი და აფხაზი ეროვნების პირები, რომლებმაც გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შეუკვეთეს ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით დ.კ.-ის მკვლელობა, რისთვისაც გადასცეს დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობა და საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში 50000 აშშ დოლარის გადახდა აღუთქვეს. აღნიშნული დაკვეთის მიღებისთანავე თ.ბ. დაუკავშირდა ო.რ.-ს და შესთავაზა ერთად განეხორციელებინათ აფეთქება, ხოლო აღებული ფულადი გასამრჯელო ურთიერთშორის გაენაწილებინათ, რაზედაც მისგან თანხმობა მიიღო. 2010 წლის 04 მაისს, დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიარაღებული თ.ბ. და ო.რ. ჩავიდნენ ქ.ბათუმში. ღამის საათებში თ.ბ.-მ დ.კ.-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ მის სამსახურებრივ "ტოიოტა-ჰაილუქსის" მარკის ავტომანქანაზე დაამონტაჟა ასაფეთქებელი მოწყობილობა. 2010 წლის 05 მაისს, დილის საათებში, ო.რ.-მ მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც მოჰყვა აფეთქება, რის შედეგადაც დ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ზემოაღნიშნულ დანაშაულში მსჯავრდებულ თ.ბ.-ს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრი სამ პირს _ დ.რ.-ს, ლ.ქ.-ს და გ.გ.-ს დაედოთ, რომლებსაც საპატიმრო სასჯელები მიესაჯათ.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია