Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აჭარის რეგიონის ჟურნალისტებს შეხვდა

19-07-2011

 

2011 წლის 15 ივლისს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მუშაობის შედეგები  აჭარის რეგიონის მედიის წარმომადგენლებს გააცნო.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები. ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით 2011 წლის მაისში ჩატარდა, მოქალაქეების დიდი ნაწილი ენდობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოკითხული რესპოდენტების 68 პროცენტი აცხადებს, რომ სრულად ენდობა სასამართლოს, ხოლო 16,9 პროცენტი სასამართლოს მიმართ ნაწილობრივ ნდობას აფიქსირებს.
ასევე მაღალია სასამართლოს მომსახურებით კმაყოფილი მოქალაქეების რიცხვი.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა: „სწორედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლების დამსახურებაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ენდობა სასამართლოს. ეს იმითაც დასტურდება, რომ სასამართლოში შემოდის ძალიან ბევრი სარჩელი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, 42 პროცენტით გაიზარდა სასამართლოში შემოსული სამოქალაქო, ხოლო 99 პროცენტით- ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა. ეს ფაქტი და ასევე საქმეების გასაჩივრების დაბალი პროცენტი, მიუთითებს, რომ მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ გაზრდილია და ჩვენი სურვილია, რომ ეს ნდობა უფრო მაღალი იყოს“
 
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაიმართა მიღება.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია