Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ აქციის მონაწილე სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

27-03-2017
სასამართლომ აქციის მონაწილე სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

2017 წლის 25 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს - მალხაზ ბ-ს, შალვა ფ.-ს და გოდერძი გ-.ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება ქ. ბათუმში, 2017 წლის 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს. წარდგენილი ბრალის თანახმად, მალხაზ ბ-ს, შალვა ფ.-ს და გოდერძი გ-.ს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა, ასევე პოლიციელზე, მათ სამსახურებრივ შენობაზე და სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ ბრალდებულების მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები.  

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 08  მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.  

 

განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია