Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ შპს „მერსინ ტურიზმის“ სასტუმროსა და სამორინე „ველ-მონდის“ ექსპლუატაცია შეაჩერა.

10-07-2018
სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ შპს „მერსინ ტურიზმის“ სასტუმროსა და სამორინე              „ველ-მონდის“ ექსპლუატაცია შეაჩერა.

2018 წლის 06 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის - სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ და მოითხოვა შპს „მერსინ ტურიზმის“ სასტუმროსა და სამორინე „ველ-მონდის“ (ყოფილი „ლეო-გრანდი“) შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.

სასამართლო შუამდგომლობის და თანდართულ მასალების, ასევე შპს „მერსინ ტურიზმის“ წერილობითი მოსაზრების გაცნობის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის მქონეა და უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ გაიზიარა შუამდგომლობის წარმომდგენი მხარის შეფასება, რომ ჩატარებული მიზნობრივი სახანძრო-ტექნიკური შემოწმებით გამოვლენილია და სახეზეა სასტუმროს   შენობაში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების აშკარა დარღვევები, ხოლო მითითებული დარღვევების აღმოფხვრისათვის შპს „მერსინ ტურიზმის“ მიერ შესაბამისი ღონისძიებები არ  არის გატარებული და 2018 წლის 02 აპრილის N23/9-20 მიწერილობის პირობები არ შესრულებულა, მათი შეუსრულებლობა კი, შენობაში წარმოქმნილი უმნიშვნელო ხანძრის შემთხვევაშიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადამიანების უსაფრთხოებას, რაზეც მიუთითებს 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგები.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 09 ივლისის ბრძანებით დააკმაყოფილა     საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის - სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შუამდგომლობა და შეაჩერა შპს „მერსინ ტურიზმის“ სასტუმროსა და სამორინე  „ველმონდის“ ექსპლუატაცია, 2018 წლის 02 აპრილის N23/9-20 მიწერილობის პირობების შესრულებამდე.

მოსამართლის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, მხარისათვის ბრძანების ასლის გადაცემიდან, 48 საათის განმავლობაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია