Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

კანონიერ ქურდობაში, ქურდული სამყაროს წევრობაში და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობაში ბრალდებულ 11 პირს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

20-07-2018
კანონიერ ქურდობაში, ქურდული სამყაროს წევრობაში და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობაში  ბრალდებულ 11 პირს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

2018 წლის 19 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და კანონიერ ქურდობაში, ქურდული სამყაროს წევრობაში და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობაში ბრალდებულ 11 პირს პირს - მინდია .-ს, იმედა .-ს, ივანე .-ს, შოთა კ.-ს, მარად .-ს, ბეჟან დ.-ს, ზაალ ა.-ს, ბადრი .-ს, რამაზ .-ს, გიორგი შ.-ს და  ჯამბულ .-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, მინდია ლ.-ს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, ბრალად ედება კანონიერი ქურდობა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა. 

იმედა .-ს, ივანე .-ს, შოთა კ.-ს, მარად .-ს, ბეჟან დ.-ს, ზაალ ა.-ს და ჯამბულ ნ.-ს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ხოლო ბადრი .-ს, რამაზ .-ს, გიორგი შ.-ს  ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების     მიზნით და ჯგუფური ძალადობა.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, მხედველობაში მიიღო ბრალად წარდგენილი ქმედების სიმძიმე, საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლები და მიიჩნია, რომ არსებობდა როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებისათვის.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 12 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.  

განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია