Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

26-10-2018
4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

2018 წლის 25 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქმის არსებითი        განხილვა ბრალდებულ ს. მ.-ს მიმართ, რომელსაც ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

საქმე ეხება 2018 წლის 13 ივნისს, ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N228-ში მდებარე ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ს. მ.-მ თავისი მეგობრის არასრულწლოვან შვილს, 4 წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლენით, მოკვლის განზრახვით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ს. მ.-ს მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახი მკვლელობისათვის ბრალდებულ ს. მ.-ს სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია