Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დისტანციური სხდომები გაიმართა

25-03-2020
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დისტანციური სხდომები გაიმართა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.  

2020 წლის 24 მარტს, სასამართლომ ცხრა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გამართა. დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა როგორც წინასასამართლო, ასევე არსებითი განხილვის სხდომები, მათ შორის ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დასრულდა არსებითი განხილვა.

პროცესის მონაწილეები, მათ შორის ბრალდებულები სასამართლო განხილვაში დისტანციურად მონაწილეობდნენ.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ბათუმის საქალაქო სასამართლო სამართალწარმოების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლით უზრუნველყოფს პროცესის მონაწილეთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვას და მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლო მადლობას უხდის ქსელის ადმინისტრატორს გოდერძი მახარაძეს, რომლის უშუალო ძალისხმევით სასამართლო სხდომები დისტანციურ რეჟიმში შეუფერხებლად განხორციელდა.  

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია