Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბათუმის საქალაქო სასამართლო აგრძელებს საქმეთა დისტანციური წესით განხილვას.

27-03-2020
ბათუმის საქალაქო სასამართლო აგრძელებს საქმეთა დისტანციური წესით განხილვას.

2020 წლის 24 მარტიდან - 27 მარტის ჩათვლით სულ 33 სასამართლო სხდომა გაიმართა დისტანციურ რეჟიმში.

დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე დანიშნული სასამართლო სხდომები. მათ შორის ერთ სისხლის სამართლის საქმეზე და ერთ სამოქალაქო საქმეზე დასრულდა არსებითი განხილვა.

პროცესის მონაწილეები დისტანციური წესით სასამართლო განხილვაში დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N2 დაწესებულებიდან და მათი სამუშაო ოფისებიდან მონაწილეობდნენ.   

სამოქალაქო საქმის განხილვაში დისტანციურად ჩაერთო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ბათუმის საქალაქო სასამართლო სამართალწარმოების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლით უზრუნველყოფს პროცესის მონაწილეთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვას და მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია