გორის რაიონული სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge ) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს სხდომის მდივნის მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (1 ვაკანტური ადგილი) და კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი - მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (2 ვაკანტური ადგილი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა, და გასაუბრება. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მარტი ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "გორის რაიონული სასამართლო".
|