Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Cvens Sesaxeb

ჩვენს შესახებ

გორის რაიონული სასამართლო

გორის რაიონული სასამართლო მდებარეობს ქ. გორში, ს. ჯორბენაძის ქ. #30-ში.

1967 წელს გორის რაიონის გამგეობამ გამოყო მიწის ნაკვეთი, რომელზეც ერთ წელში აშენდა გორის რაიონული სასამართლო. აღნიშნული შენობაში სხვადასხვა დროს ფუნქციონირებდა სანოტარო ბიურო, ადვოკატურა და სააღსრულებო ბიურო.

2007 წელს, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, განხორციელდა გორის სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც გორის რაიონულმა სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში.

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, სადაც ხდება განცხადებების მიღება.

გორის რაიონული სასამართლოს შენობაში გათავსებულია 6 თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხდომის დარბაზი, რომელთაგან 3 განკუთვნილია სისხლის სამართლის საქმეთათვის, სამი კი სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განსახილველად.


გორის რაიონული სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2015 წლიდან, ხოლო 2014 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის: ქ, თბილისი, დიდი ლილო. ალ.ჯაფარიძის 9  ტელ: (032)2748158; (0322)748162. 

გორის რაიონული სასამართლო არის რეორგანიზებული სასამართლო. მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება გორისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე ,,დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ  საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების: ერედვისა და ქურთის ტერიტორიით.


კასპის მაგისტრატი სასამართლო

კასპის მაგისტრატი სასამართლო მდებარეობს ქ. კასპში, სააკაძის ქ. #124-ში. შენობა აშენებულია 1969 წელს და მასში სხვადასხვა დროს ფუნქციონირებდა ადვოკატურა და სააღსრულებო ბიურო. დღეის მდგომარეობით, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს წარმომადგენელს სასამართლოს შენობაში დათმობილი აქვს ერთი სამუშაო ოთახი. 

სასამართლო რეფორმის ფარგლებში განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია და 2009 წლიდან მასში ფუნქციონირებს კასპის მაგისტრატი სასამართლო, სადაც მოსამართლე პირველი ინსტანციის წესით იხილავს მაგისტრატი სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები. იმავდროულად, მას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს გორის რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეებიც.

კასპის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება მაგისტრატი მოსამართლის მიერ

 

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია