აიბადა 1979 წლის 24 ივლისს ქ. თბილისში;
2011 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით;
არის ერთი მონოგრაფიის (წიგნის) და ათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.
განათლება:
1996 წელს დაამთავრა ქ. თბილისის #123 საშუალო სკოლა;
2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა - სამართალმცოდნეობა, იურისტის კვალიფიკაციით;
2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა;
2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტურანტურა;
2002 წელს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
2002 წლის 13-20 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ სემინარში, თემაზე „ევროპის საბჭოს კონვენციები სისხლის სამართლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“;
2008 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა;
2010 წლის 11-31 მაისს გაიარა ტრენინგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პეკინის უნივერსიტეტში თემაზე „საჯარო პოლიტიკის საკითხები“;
2012 წლის თებერვალში გაიარა ტრენინგი ქ. ტალინში, ესტონეთის დიპლომატიურ სკოლაში, თემაზე „საჯარო სამსახურებში სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ტექნიკა“;
2012-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;
2013 წლის 13-20 ოქტომბერს გაიარა სტაჟირება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰამბურგის უმაღლესი სამხარეო და რაიონულ სასამართლოებშო სისხლის, სამოქალაო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საკითხებზე;
2006 წელს საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, ვადამდე მიენიჭა პირველი კლასის იურისტის სახელმწიფო სპეციალური წოდება;
2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საჯარო სამართლის მიმართულებით, მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება:
1999-2001 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანაშემწედ (საზოგადოებრივ საწყისებზე);
2001-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე: საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორად, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორად, ამავე სამმართველოს უფროს პროკურორად;
2002 წლის 13-20 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ სემინარში, თემაზე „ევროპის საბჭოს კონვენციები სისხლის სამართლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“;
2006-2012 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის მთავარ სპეციალისტი და შემდეგ უფროსი;
2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 27 მაისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ;
2014-2016 წლებში იყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში;
2016 წლის 15 თებერვლიდან გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან სხვა სასამართლოში დანიშვნის გამო;
2016 წლის 15 თებერვლიდან გამწესდა მოსამართლედ გორის რაიონულ სასამართლოში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 21 აპრილის 1/49 გადაწყვეტილებით 27 მაისიდან უვადოდ გამწესდა გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის სასქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.