Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

sajaro informaciis gacema

საჯარო ინფორმაციის გაცემა
ყველას აქვს უფლება გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. 
საჯარო ინფორმაციის მისაღებად განცხადების წარმოდგენა შეიძლება ადგილზე, ფოსტის მეშვეობით ან ელექტრონულად, საჯარო ინფორმაციის პროგრამის მეშვეობით. 
საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა. 
მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია), თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. 
გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის სახით მიწოდების შემთხვევაში "საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გამომთხოვ პირს ეკისრება შემდეგი მოსაკრებლის გადახდა: 
- ასლი - ერთი გვერდი - 0,05 ლარი; 
- პრინტერზე ამობეჭდვა - ერთი გვერდი - 0,10 ლარი; 
- კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა - 1 დისკი - 2,65 ლარი (კომპაქტური დისკის წარმოდგენის შემთხვევაში ინფორმაციის ჩაწერა უფასოა). 
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას. 
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზემდგომ თანამდებობის პირთან. 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:

თამარ ავანაშვილი ( კანცელარიის უფროსი)
 + (995 32) 513698 (შ/ნ - 126 )
t.avanashvili@court.ge
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია