პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1993 წლის 26 ნოემბერს ქ. ქუთაისში
განათლება
2011 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N 21 საჯარო სკოლა
2015 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
2016-2017 წლებში გაიარა სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსი
2017 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა
2018 წელს ჩააბარა გამოცდა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სპეციალიზაციით
2022 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სპეციალიზაციით
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
სამუშაო გამოცდილება
2015 წელს იყო სტაჟიორი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
2015-2020 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალიტი/სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
2020-2021 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი/სასამართლოს მენეჯერის ფუნქციების შემსრულებელი
2021 წელს იყო სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში
2021-2023 წლებში იყო სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს საჩივრების განხილვის განყოფილების უფროსი
2024 წლის დეკემბრიდან არის მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თიანეთის მუნიციპალიტეტში

 vakansiebi
vakansiebi




























 
							




