Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომა და ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებულ იქნა გამამტყუნებელი ვერდიქტი

20-08-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომა და ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებულ იქნა გამამტყუნებელი ვერდიქტი

2021 წლის 20 აგვისტოს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლუგიური ვითარების  მიუხედავად, რუსთავის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომა. ნაფიც მსაჯულთა მიერ ბრალდებულ ვ.ზ.-ს მიმართ ერთხმად მიღებულ იქნა გამამტყუნებელი ვერდიქტი.  ვ.ზ. დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია