Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

nafic msajulTa sasamarTlos gansjadoba

თუ ბრალდებული უარს არ განაცხადებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს საქმეებს შემდეგი დანაშაულის ნიშნებით:

 

· განზრახ მკვლელობა - სსკ-ის  108-ე- მუხლი;

 

· განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში- სსკ-ის 109-ე მუხლი;

 

· ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა -

სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2, მე-4  ნაწილები;

 

· სისტემატიური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი:

 

ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;

ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

გ) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;

დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ;

ე) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;

ვ) შეკვეთით;

ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;

თ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ი) არაერთგზის;

კ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

ლ) ჯგუფურად;

მ) იარაღის გამოყენებით. 

სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 

 

· ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა - სსკ-ის 1351 მუხლი;

 

· თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი:

 

ა) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;

ბ)უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;

გ)  სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი გაადვილების მიზნით;

დ) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ე) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

 

·  სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილები;

 

· მძევლად ხელში ჩაგდება  - სსკ-ის 144 მუხლი;

 

·  წამება - სსკ-ის 144 1  მუხლი;

 

·  წამების მუქარა - სსკ-ის 144მუხლი;

 

· დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ჩადენილი:

 

ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) არაერთგზის;

დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

ე) ჯგუფურად;

ვ) ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის გამო;

ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ;

თ) შეკვეთით;

ი) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.

სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილი;

 

· უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში  თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში.

სსკ-ის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილი ;

 

·  განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება.

 სსკ-ის 147-ე მუხლი;

 

· ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსება ან დაკავება.

 სსკ-ის 149-ე მუხლი;

 

· ფალსიფიკაცია, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

 სსკ-ის  197-ე მუხლით მე-4 ნაწილი;

 

· ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

სსკ-ის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი;

 

· აფეთქება.

 

სსკ-ის 229-ე მუხლი.

 

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია