Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

rusTavis saqalaqo sasamarTlo

რუსთავის საქალაქო სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლო მდებარეობს . რუსთავში, მისამართზე: ბოსტან-ქალაქის . №6. აღნიშნული შენობა აშენებულია 1948 წელს და მასში სხვადასხვა დროს განთავსებული იყო . რუსთავის პროკურატურა და ადვოკატურა. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებით გაუქმდა რუსთავის ქალაქის სასამართლო და შეიქმნა რუსთავის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.

2006 წელს სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია საინფორმაციო და მოქალაქეთა მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობაში განთავსებულია ცხრა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დარბაზი, რომელთაგან ოთხი განკუთვნილია სისხლის სამართლის საქმეთათვის, სამი - სამოქალაქო და 2 ადმინისტრაციულ საქმეთა განსახილველად. რუსთავის საქალაქო სასამართლოში განთავსებული 2 დარბაზი ვიზუალურად განსხვავდება საერთო სასამართლოებში დღემდე არსებული ტიპიური სხდომის დარბაზების წყობისგან. დარბაზებში მაგიდის ფორმები მიმსგავსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ადმინისტრაციული სასამართლოს სხდომის დარბაზებში არსებულ მაგიდის ფორმასთან და ადაპტირებულია ჩვენს სამართლებრივ და სივრცით რეალობასთან.

რუსთავის საქალაქო სასამრთლოში, აშშ - უზენაესი სასამართლოს სხდომის დარბაზის სტილში, მოწყობილია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომის დარბაზი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სხდომის დარბაზში გათვალიწინებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ყველა საჭიროება, მათ შორის თანამედროვე გახმოვანების სისტემა, ელექტრონული მტკიცებულებების საპრეზენტაციო ეკრანი, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შესარჩევი კომპიუტერული ტექნიკა, მატერიალური მტკიცებულებების გამოსაკვლევი მაგიდა, მოწმეების დისტანციური დაკითხვის ტექნიკური საშუალებები და ასევე პრსისათვის განკუთვნილი სპეციალური ადგილი. საყურადღებოა, რომ ნაფიც მსაჯულთა პანელი, დარბაზის დანარჩენი ნაწილისგან  გამიჯნულია ბრონირებული შუშით, რაც უზრუნველყოფს ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოებას, გამორიცხავს მათი სახეების ფოტო-ვიდეო გადაღებას და მათთან უკანონო კომუნიკაციას. გარდა აღნიშნულისა, სხდომის დარბაზთან ახლოს მოეწყო და აღიჭურვა ნაფიც მსაჯულთა სასადილო და სათათბირო ოთახები, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის იზოლირებული სივრცის არსებობას.

2017 წელს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობას დამატებით მიუერთდა მომიჯნავედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობის  150მ2 ფართი, სადაც ჩატარდა სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები. შემოერთებული შენობის ნაწილში მოეწყო 2 მოსამართლის სამუშაო ოთახი და 6 მოსამართლისთვის განკუთვნილი აპარატების (6 მოსამართლის თანაშემწე,  6 სხდომის მდივანი) სამუშაო ოთახები, ამასთან მხარეთათვის საქმის გასაცნობი და სასამართლოს კურიერების სამუშაო ოთახები.

2018 წლის 14 ივნისიდან, რუსთავის საქალაქო სასამართლოში, პილოტურ რეჟიმში ამოქმედდა სასამართლო სხდომების ადმინისტრირებისა და მართვის სისტემა. აღნიშნულმა სისტემა მინიმუმამდე დაიყვანა სასამართლო სხდომების დაწყების დროთა ურთიერთდამთხვევა. რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოების ფოიეში მოწყობილია ელექტრონული პანელ, რომელზეც ყოველდღიურად ქვეყნდება მიმდინარე პროცესების შემდეგი ინფორმაცია: საქმის დასახელება, განმხილველი მოსამართლე, სხდომის დარბაზის ნომერი, პროცესის დაწყების დრო. ამასთან პანელზე ისახება ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა პროცესი არ დაწყებულა, პროცესი მიმდინარეობს, პროცესი გადაიდო, პროცესზე გამოცხადდა შესვენება, პროცესის დაწყება გვიანდება და პროცესი დასრულდა. პანელი უზრუნველყოფს სასამართლოს მეტ გამჭირვალობას და ღიაობას, სასამართლოს მომხმარებელთა დეტალურ ინფორმირებას სხდომათა მიმდინარეობის თაობაზე. 

რუსთავის საქალაქო სასამართლოში შექმნილია ბავშვზე მორგებული გარემო და სასამართლო მედიაციის ცენტრი. ბავშვზე მორგებული გარემო წარმოადგენს იზოლირებულ სივრცეს, რომლის ინტერიერი და ტექნიკური აღჭურვილობა იძლევა შესაძლებლობას, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი არასრულწლოვანი მოწმის ან დაზარალებულის მეორეული ვიქტიმიზაცია და ასევე, დაცულ იქნას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, არასრულწლოვან მოწმეს ან დაზარალებულს მიეცეს შესაძლებლობა, მასზე მორგებულ გარემოში შეხვდეს ფსიქოლოგს და/ან თარჯიმანს, როგორც ამას ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამავე ოთახიდან შესაძლებელია განხორციელდეს არასრულწლოვანი მოწმის და/ან დაზარალებულის დისტანციური დაკითხვა. 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2017 წლიდან დღემდე, ხოლო 2016 წლის ჩათვლით  ყველა  კატეგორიის  საქმე გადაგზავნილია საქართველოს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. მის:.თბილისი, დიდი ლილო.   ტელ: (032)2748158; (0322)748162. 

 

სასამართლო რეფორმის ფარგლებში, გაერთიანებული  სასამართლოს  სტატუსით  რუსთავის საქალაქო სასამართლო 2012 წლის 11 სექტემბრიდან  სარგებლობსმასთან გაერთიანდა გარდაბნის რაიონული სასამართლო

 

გარდაბნის მაგისტრი სასამართლო


გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს შენობა მდებარეობს  . გარდაბანში, დავით აღმაშენებლის . №2ბ.

 

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები ოთახი, და 2 სხდომათა დარბაზი, ხოლო მეორე სართულზე 2 მოსამართლის, მაგისტრი მოხელისა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები. 

 გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციის წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. ამასთან, მაგისტრატ მოსამართლეებს უფლება  აქვთ  საჭიროების  შემთხვევაში განიხილონ რუსთავის საქალაქო სასამართლოს  განსჯადი  საქმეებიც.

 

 გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში მყოფი მაგისტრი მოხელე გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში განიხილავს და ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგ საქმეებს: ) პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ; ) პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ; ) მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ; ) უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს; ე) მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ; ვ) მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ. 

 

გარდაბნის  მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება განხილული საქმეები 2017 წლიდან დღემდე, ხოლო 2016 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში.მისამართი:.თბილისი,დიდი ლილო. ტელ: (032) 2748158; (0322) 748162

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია