Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

24-08-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ცდილობს რა მის ყოველდღიურ საქმიანობაში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს სასამართლოს თუნდაც პირველადი სერვისები და აღნიშნულში ხელშემშლელი არ იყოს მომხმარებლის ასაკი,  ენის ბარიერი ან  განსაკუთრებული საჭიროებები, ამჯერად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტთან ერთად, შეძლო შეექმნა და ტესტირების  რეჟიმში აემოქმედებინა სპეციალური კომპიუტერული პროგრამები. ამ პროგრამების დახმარებით მცირემხედველ და წერა-კითხვის არმცოდნე პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიმართონ რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანცელარიას ელექტრონული განაცხადით და ამასთან, გაეცნონ სასამართლოში არსებულ მათთვის გადასაცემ ბეჭვდით დოკუმენტაციას. უფრო ზუსტად, სპეციალური პროგრამა უზრუნველყოფს სასამართლოში გამოცხადებული პირის მიერ სიტყვიერად გადმოცემული ტექსტის ბეჭვდით დოკუმენტად გარდაქმნას და მხოლოდ სიტყვიერი დავალებებით განცხადების კანცელარიაში გადაგზავნას. იმავე პროგრამის ფარგლებში, სასამართლოში გამოცხადებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა, ხმოვანი ფორმით მოისმინოს და გაეცნოს მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ ფორმატში შექმნილ საპროცესო დოკუმენტს.

რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ მოსაზრებისგან, რომ ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამები  სრულყოფილია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელთა ეტაპობრივი დახვეწა გაამარტივებს და სრულყოფს როგორც სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას, აგრეთვე უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია