Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

28-11-2024
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად  საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ..

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ანგარიში

 

2024 წლის 01 ივლისიდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და  ორგანიზაციებიდან შემოვიდა 06 განცხდება.

 

შემოსული განცხადებების თანახმად, განმცხადებლები ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას, კერძოდ: კონკრეტულ მუხლებზე მიღებული განაჩენების ასლებს, სტატისტიკას და მიღებულ გადაწყვეტილებებს სასამართლო დავებზე, შრომითი ურთიერთობიდან გამოვლენილი პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების გამო დისკრიმინაციის ფაქტების თაობაზე. გადაწყვეტილებების ასლებს, სასამართლო დავებზე უღირს მემკვიდრესთან დაკავშირებით,  სანივთო კატეგორიის დავებზე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და ხელშეშლის აღკვეთის, გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

 

შემოსული განცხადებებიდან:

 

ა) 03 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;

ბ) 03 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამივე შემთხვევაში გაიცა ინფორმაცია სტატისტიკის თაობაზე, ხოლო უარი ორ შეთხვევაში გამოწვეული იყო იქიდან, რომ მომთხოვნისთვის სასურველი კრიტერიუმებით მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდებოდა და საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, ინფორმაციის მოძიება საჭიროებდა დიდ დროს და სასამართლოს რესურსს, რაც გამოიწვევდა თანამშრომელთა ძირითადი ფუნქციებისგან მოწყვეტას და ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო მესამე შემთხვევაში მოთხოვნილი გადაწყვეტილებები მოთხოვნის პერიოდში არ იყო კანონიერ ძალაში შესული.

 

2024 წლის 01 ივლისიდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადება პასუხი გაცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროს და გარდაბნის მაგისტრატი  სასამართლოს სპეციალისტი.

 

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ არ შემოსულა არცერთი საჩივარი ან სასარჩელო განცხადება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ ვებ-გვერდი: court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებლი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია