2024 წლის ნოემბრის თვეში, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით და „ჩვენ თვითონ“ პროექტის ფარგლებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოში დასრულდა შენობის ექსტერიერის განახლებითი სამუშაოები:
· ყინვაგამძლე ცემენტის ხსნარით დამუშავდა და შეიღება სასამართლოს შენობის პარაპეტი, შენობის შესასვლელთან არსებული სვეტები და კედლები;
· ე.წ. პორტალზე მოეწყო განათებადი სიმბოლიკები - გერბი და წარწერა, ამასთან დამონტაჟდა დამატებითი განათებები;
· რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობის ფასადზე განხორციელდა ექსპლუატაციის შედეგად დაზიანებული კედლის ზედაპირების გასუფთავება და შეღებვა;
· განახლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს საინფორმაციო დაფა და სიმბოლიკები. კედელი დამუშავდა ყინვაგამძლე ცემენტის ხსნარით და მასზე მოეწყო იმავე სახის საინფორმაციო დაფა ე.წ. ალუკაბონდის ფილით;
· გასუფთავდა და შეიღება ექსპლუატაციის შედეგად დაზიანებული შენობის შესასვლელი ჭიშკარი;
· განხორციელდა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მწვანე ნარგავებთან არსებული ნიადაგის მულჩირება ბიო ორგანული მულჩით;
· განახლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობის პარაპეტზე არსებული ლომის ფიგურები.
|