2024 წლის 01.01.24-30.11.24 პერიოდში რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოებში განსახილველად შემოვიდა და დასრულდა:
სისხლის სამართლის საქმე
შემოვიდა - 831 საქმე;
დამთავრდა - 770 საქმე;
განაჩენის გამოტანით დასრულდა 741 საქმე
Ø გამამართლებელი განაჩენი დადგა 40 საქმეზე 45 პირის მიმართ;
Ø ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დადგა 14 საქმეზე 16 პირის მიმართ;
Ø წარმოებით შეწყდა 14 საქმე 14 პირის მიმართ;
Ø დაუბრუნდა პროკურატურას 14 საქმე 15 პირის მიმართ;
Ø გადაცემულია განსჯადობით 1 საქმე 1 პირის მიმართ;
საქმის არსებითი განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა 503 საქმეზე 546 პირის მიმართ.
შემოვიდა სისხლის სამართლის სხვა საქმე - 1598 საქმე;
დამთავრდა სისხლის სამართლის სხვა საქმე - 1048 საქმე;
სამოქალაქო სამართლის საქმე
შემოვიდა - 3465 საქმე;
დამთავრდა - 3228 საქმე;
მათ შორის:
Ø უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე - 759;
Ø განხილულია გადაწყვეტილების გამოტანით - 1772 ;
Ø შეწყდა - 22;
Ø დამთავრდა მორიგებით -280;
Ø დატოვებულია განუხილველად - 377;
Ø გადაცემულია განსჯადობით - 18;
ადმინისტრაციული სამართლის საქმე
შემოვიდა - 436 საქმე;
დამთავრდა - 412საქმე;
მათ შორის:
Ø შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებით - 5 შუამდგომლობა;
Øშუამდგომლობა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით - 34 შუამდგომლობა;
Øარანებაყოფილობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ - 51 შუამდგომლობა;
Ø უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით - 42 შუამდგომლობა;
Ø საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე - 11 შუამდგომლობა;
Ø გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხთან დაკავშირებით - 1 შუამდგომლობა;
Ø შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის სამუშაო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით - 4 შუამდგომლობა;
Ø აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით - 1 შუამდგომლობა.
განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე - 1032 საქმე;
მათ შორის: განხილულია 204 საჩივარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოტანილ დადგენილებებზე.
საგამოძიებო ორგანოდან შემოსული შუამდგომლობები:
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განხილულ იქნა შუამდგომლობა -901 პირის მიმართ.
მათ შორის:
Ø დაპატიმრება - 392 პირის მიმართ;
Ø გირაო - 326 პირის მიმართ;
Ø გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით - 182 პირის მიმართ;
Ø არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა- 1 პირის მიმართ;
სისხლის საპროცესო (საგამოძიებო) მოქმედებების შესახებ განხილულ იქნა - 2776 საქმე;
სამართლებრივი იძულების ღონისძიების შესახებ - 202 საქმე;
|