Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

17-06-2025
რუსთავის საქალაქო სასამართლო

2024 წლის ოქტობრიდან, რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოქმედებს სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სხდომის მდივნებს მიეცათ შესაძლებლობა, მათი სამუშაო ოთახიდან ან სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ქართულ და ინგლისურ ენებზე, სასამართლოს ფოიეში გამოაქვეყნონ ელექტრონული შეტყობინება კონკრეტულ სხდომის დარბაზში დასაწყები სასამართლო სხდომის შესახებ, რაც მხარეებს და დამსწრე პირებს საშუალებას აძლევს  მობილიზდნენ, გაიარონ უსაფრთხოების შემოწმება. ამასთან, აღნიშნული ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირება ხელს უწყობს ზემოაღნიშნული საფუძვლით სხდომის დაგვიანებით დაწყებული შემთხვევების მინიმიზაციას.

 

2025 წლის მაისში, აღნიშნულ ელექტრონულ პროგრამას დაემატა ახალი ფუნქცია, რომელიც  ამოქმედდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობის კონკრეტულ ნაწილში - პატიმრობაში მყოფ პირთა განსათავსებელ დანაყოფში, რათა ბადრაგირების განმახორციელებელ პირებს წინასწარ მიეწოდოთ ინფორმაცია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დაწყების თაობაზე, რაც თავის მხრივ, შესაძლებლობას იძლევა, მაქსიმალურად შემცირდეს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების სხდომის დარბაზში წარდგენის პერიოდი.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია