რუსთავის საქალაქო სასამართლო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის - III რანგის - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალების მიცემა და გასაუბრება.
კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 04 ივლისი.
ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "რუსთავის საქალაქო სასამართლო".
|