რუსთავის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი მადლობის წერილი მიიღო.
მიღებული სერვისით კმაყოფილი ორი მოქალაქე მადლობას უხდის რუსთავის საქალაქო სასამართლოს საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტს, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების თანამშრომლებსა და თანაშემწეებს გულისხმიერებისთვის და აფასებენ მათ, როგორც კომპეტენტურ თანამშრომლებს.
2025 წელს, ეს უკვე მე-4 შემთხვევაა, როდესაც სასამართლოს მომხმარებლები, წერილობით გამოხატავენ მადლიერებას რუსთავის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლების მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს მოცემულ შემთხვევაშიც არ დაუმალავთ პერსონალური მონაცემები, საზოგადოებას წარმოდგენილ განცხადებას ვთავაზობთ ამ პირთა პერსონალური მონაცემების დაფარვით, ვინაიდან, ჩვენ არ შეგვითანხმებია მათთან აღნიშნული განცხადების გასაჯაროების საკითხი.
|