Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mediatorebi

თეა ნადიბაიძე

14-11-2025
თეა ნადიბაიძე

მედიატორი

სიითი N0341

სასამართლო მედიატორი

თეა ნადიბაიძე - მედიატორი 2025 წლიდან 

იურისტი 12+ წლიანი გამოცდილებით, რომელიც მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საქმიანობას.


პროფესიული კარიერა 2009 წელს დაიწყო შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში სტაჟიორის პოზიციაზე. 20122013 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასევე სტაჟიორის პოზიციაზე. 20142022 წლებში საქმიანობას გააგრძელა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, თავდაპირველად სხდომის მდივნის, შემდეგ კი მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე.

2022 წელს დაიწყო მუშაობა სსიპ სახელმწიფოზე ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში რეგიონალურ იურისტად, ხოლო იმავე წლიდან დღემდე საქმიანობას აგრძელებს სს კრედო ბანკში რეგიონალური იურისტის პოზიციაზე.


ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის (წარჩინებით). 20232024 წლებში გაიარა სწავლება Chicago-Kent College of Law-ში (LL.M. პროგრამის ფარგლებში). დამატებით აქვს გავლილი არაერთი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი, მათ შორის მართლმსაჯულების ზაფხულის სკოლა (2018), ევროპის საბჭოს HELP პროგრამა და სხვა.


ჩაბარებული აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა (2009), ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით (2021), ასევე დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებების მიმართულებით (2024). თეა ნადიბაიძე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 10851). გარდა ამისა, 20242025 წლებში წარმატებით გაიარა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სამსაფეხურიანი საგამოცდო პროგრამა.

სამუშაო ენები: ქართული,ინგლისური

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია