|
მიღებული სერვისით კმაყოფილი ადვოკატი მადლიერებას გამოხატავს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის - ეკატერინე ბერიძის მიმართ და აფასებს მას როგორც თავაზიან, გულისხმიერ, კომუნიკაბელურ და საქმისადმი პასუხისმგებლიან მოხელედ, რომელიც მას, როგორც ადვოკატს უადვილებს სასამართლოში საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ საადვოკატო საქმიანობას.
მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელს არ დაუმალავს პერსონალური მონაცემები, საზოგადოებას წარმოდგენილ განცხადებას ვთავაზობთ ამ პირის პერსონალური მონაცემების დაფარვით, ვინაიდან, ჩვენ არ შეგვითანხმებია მასთან აღნიშნული განცხადების გასაჯაროვების საკითხი.
|