|
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამოქმედდა პროექტი „უფასო წიგნები“, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის წიგნებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის განხორციელების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობის ფასადზე მოეწყო სპეციალური ყუთი, საიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ ისარგებლოს მასში განთავსებული სხვადასხვა წიგნით. ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც შეზღუდული აქვთ წვდომა საგანმანათლებლო რესურსებზე.
პროექტი ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას.
|