|
2026 წლის 29 აპრილს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი მადლობის წერილი მიიღო.
მოქალაქე გამოხატავს გულწრფელ პატივისცემას და აღტაცებას, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ბატონ რომან კუპატაძის მიმართ და აფასებს მას, როგორც სამართლიან, კომპეტენტურ, პროფესიონალ და დისციპლინირებულ მოსამართლეს.
განმცხადებელი წერილში აღნიშნავს, რომ თვალნათელია მხარეებისადმი მოსამართლის, ბატონ რომან კუპატაძის ღირსეული და კეთილსინდისიერი მოპყრობა. საქმის განხილვისას, მაშინაც კი, როდესაც მხარე სხვაგვარ გადაწყვეტილებას ისურვებდა, აცნობიერებს, რომ მიღებული შედეგი ობიექტური და სამართლიანია.
2026 წელს, ეს უკვე მე-4 შემთხვევაა, როდესაც სასამართლოს მომხმარებელი, წერილობით გამოხატავს მადლიერებას რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისა და თანამშრომლების მიმართ.
მიხედავად იმისა, რომ მოქალაქეს მოცემულ შემთხვევაშიც არ დაუმალავს პერსონალური მონაცემები, საზოგადოებას წარმოდგენილ განცხადებას ვთავაზობთ ამ პირის პერსონალური მონაცემების დაფარვით, ვინაიდან, ჩვენ არ შეგვითანხმებია მასთან აღნიშნული განცხადების გასაჯაროების საკითხი.
|