Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

11-06-2026
რუსთავის საქალაქო სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლო საქმეთა განხილვის თვალსაზრისით გამოირჩევა რა ერთ-ერთი დიდი დატვირთვის მქონე სასამართლო, მუდმივად დიდია სასამართლოში მომსვლელ მოქალაქეთა ნაკადი. აღნიშნულისა და სასამართლოში არსებული მოსაცდელი სივრცის შეზღუდული მოცულობის გათვალისწინებით, სხდომის დაწყებამდე მოქალაქეებს ხშირად უწევთ შენობის წინა ტერიტორიაზე მოცდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 2025 წლის დეკემბრის თვეში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს წინა ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების/ხეების გარშემო მოეწყო, შენობის იერსახესთან შეხამებადი, სასამართლოს სიმბოლოებით გაფორმებული, გარე პირობებში განსათავსებელი ბაღის სკამები.

2022 წლიდან, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობის წინა ტერიტორიაზე განთავსებული ე.წ. ბაღის გრძელი სკამები გადატანილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს წინ მდებარე სივრცეში, რის შედეგადაც მოხდა არსებული გარემოს ფუნქციური გადანაწილება. ამავე დროს, შენობის ფასადი გაფორმდა სასამართლოს თემატიკის შესაბამისი სიმბოლოებით.

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია