Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

11-06-2026
რუსთავის საქალაქო სასამართლო

2025 წლის 26 ივნისის №827-IIმს-XIმპ საქართველოს ორგანული კანონით, ცვლილება შევიდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლში.

 

ცვლილების თანახმად, დაუშვებელია სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას  სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით. გარდა აღნიშნულისა, დასაშვები გახდა სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.

 

კანონმდებლობით დადგენილი დანაწესების განუხრელად შესრულების უზრუნველსაყოფად, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოებში განთავსდა მობილური ტელეფონის შესანახი სპეციალური კარადები.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოში არსებული მცირე ფართის რაციონალურად გამოყენების მიზნით, სასამართლოს მომხმარებელთა ინტენსიური ნაკადის გათვალისწინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში განთავსდა არასტანდარტული, მბრუნავი მექანიზმით აღჭურვილი, ღია ტიპის ტელეფონების შესანახი კარადა, რომლის განთავსებისთვის საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ 1.5მ2 ფართი, სადაც შესაძლებელია ერთდროულად 210 მობილური ტელეფონის განთავსება და ჰარმონიულად ერწყმის არსებულ ინტერიერს.

პირადი ნივთების უსაფრთხოდ შენახვის მიზნით, კარადა განთავსებულია №1 უძრავ საგუშაგოზე და ტელეფონების მიღება-დაბრუნებას უზრუნველყოფენ მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, შესაბამისი ნივთის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობით.

გათვალისწინებულ იქნა რა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს სივრცითი რეალობა, სასამართლოს ფოიეში განთავსდა არსებულ ავეჯის ფერთან შეხამებადი ფერის, 52 უჯრიანი კარადა, ჩამკეტი მექანიზმით.


 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია