|
რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობის ძირითადი ნაწილი აშენებულია 1948 წელს, ფასადის ნაწილი შეკეთებულია 2007 წელს, ხოლო ნაწილი 2020 წელს. ვინაიდან, შენობის ფასადი საჭიროებს განახლებას და ჩვენი ძალებით მხოლოდ გაწმენდითი და ლოკალური სამღებრო სამუშაოები აღარ არის საკმარისი შენობის ფასადის სასამართლოსთვის შესაფერის მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, მომზადდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობის ფასადის სარეკონსტრუქციო პროექტი.
პროექტის თანახმად, ფასადზე უნდა მოეწყოს დეკორატიული გაფორმების ელემენტები (4 ც. პილასტრი) რომლებიც შეიღებება არსებული ცოკოლის ფერში. აგრეთვე მოხდება ფასადების განახლება და გადაიღებება ახლიდან არსებული ფერების შესაბამისად. ვინაიდან, შენობის მთავარ ფასადზე წყლის ჩასვლის შედეგად ბზარები აქვს გაჩენილი სარინელსა და პანდუსებს, მოხდება მათი დამუშავება.
შენობის ფასადზე მოეწყობა დეკორატიული ელემენტი, რომელიც ასახავს წიგნების კარადას, მასში განთავსებულ საათს და წიგნების ვიზუალურ იმიტაციას. წიგნებზე დატანილი დასახელებები შერჩეული და განლაგებული იქნება ზემოდან ქვემოთ იმგვარად, რომ შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ საქართველოს საკანონმდებლო აქტების მოქმედ იერარქიას.
|