|
ჭარბი ნალექის დროს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობაში, მათ შორის სასამართლო სხდომის დარბაზში პერიოდულად ჩამოდის წყალი (შენობის სახურავი მოწყობილია 2007 წელს), რაც იწვევს როგორც შენობის ჭერის და კედლების დაზიანებას, ასევე აფერხებს სასამართლო პროცესების ნორმალურ მიმდინარეობას, ამდენად, არქიტექტურული პროექტის საფუძველზე თუნუქით შეიცვლება შენობის სახურავი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში გათვალისწინებულია 9 სასამართლო სხდომის დარბაზი, რომელთაგან 6 სხდომის დარბაზს, კერძოდ №1; №2; №3; №5; №6; №8 სხდომის დარბაზს არ აქვს ფანჯრები, ამასთან, მითითებულ დარბაზებში არ არის მოწყობილი სავინტილაციო სისტემა, რაც სხდომის მიმდინარეობისას იწვევს ჟანგბადის უკმარისობის შეგრძნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში მომზადდა სავინტილაციო სისტემის პროექტი.
|