|
არასათანადოა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობის შიდა ეზოს ინფრასტრუქტურული მდგომარეობა (ეზო გათვალისწინებულია მოსამართლეებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავტომანქანების განსათავსებლად), კერძოდ, ეზოს მხოლოდ ნაწილია მოასფალტებული, ხოლო ეზოს გრუნტოვან ნაწილზე წყლის შეგუბების და ატალახების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, 2022 წელს განხორციელდა მოხრეშვა წვრილი ფრაქციული ხრეშით. ეზოს არ გააჩნია სანიაღვრე სისტემა, რის გამოც, ჭარბი ნალექის დროს ხდება წყლის შეგუბება, რაც გარდა იმისა, რომ შეუძლებელს ხდის ნორმალურ გადაადგილებას, ხელს უწყობს, როგორც საფარის კიდევ უფრო დაზიანებას, ასევე საფრთხეს უქმნის ეზოს გარშემო არსებული ღობის კედლებისა და საძირკვლის მდგრადობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტი.
პროექტით გათვალისწინებულია, რომ სანიაღვრე სისტემის მოწყობის შემდეგ, განხორციელდება რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობის შიდა ეზოს მოასფალტება.
|