Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

11-06-2026
რუსთავის საქალაქო სასამართლო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს შენობაზე მოწყობილია (ღია ტიპის) გარე კიბე, რომლითაც ნებისმიერ პირს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ეძლევა შესაძლებლობა ავიდეს და შემინული კარებიდან თვალყური ადევნოს შენობის მეორე სართულის სწორედ იმ სივრცეს, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მოსამართლეებისთვის და სასამართლოს აპარატის თანამშრომლებისთვის. ამასთან, მეორე სართულზე შეღწევა ამ კიბის გავლით შესაძლებელია შემინული, ნაკლებად უსაფრთხო საკეტის მქონე კარით, რაც ბუნებრივია ქმნის მომეტებულ საფრთხეს გარეშე პირებმა შეაღწიონ სასამართლოს იმ ნაწილში, სადაც იმყოფებიან მოსამართლეები, სასამართლოს აპარატის თანამშრომლები და ინახება საქმეები.

 

ამდენად, შემუშავდა არქიტექტურული პროექტი, რომლის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს შენობის მე-2 სართულზე ასასვლელი (ღია ტიპის) კიბე გადაიხურება მსუბუქი კონსტრუქციით, შეიმინება და მეტი უსაფრთხოებისთვის კიბის დასაწყისშივე დამატებით მოეწყობა კარი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის შენობის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს მოსამართლეთა, სასამართლოს თანამშრომელთა და სასამართლოს შენობაში არსებულ საქმეთა დაცულობას.

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია