Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

12-01-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლო ითვალისწინებს რა ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებას კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით და ამასთან, მოწოდებულია მართლმსაჯულების შეუფერხებლად განსახორციელებლად, მიიღო გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დარბაზებში არსებული კომპიუტერული ტექნიკა გამოყენებულიყო სასამართლო სხდომების დისტანციურ რეჟიმში წარსამართავად. დღეს ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი გახდა ერთ-ერთ მრავალ პირიან (ბრალდებულიან) სისხლის სამართლის საქმეზე დისტანციურად მიეღო მონაწილება სამ ადვოკატს, რომლებიც, ქალაქებს შორის გადაადგილების შეზღუდვების და კორონავირუსის გავრცელების პრევენციული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ობიექტურად ვერ ახერხებდნენ სასამართლოში გამოცხადებას.  

ამ იდეის რეალური განხორციელება შესაძლებელი გახდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ქალბატონი ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებით. ამავე სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, ბატონი გიორგი გიგოლაშვილის და IT სპეციალისტის, ქალბატონი ნელი უფლისაშვილის უშუალო ძალისხმევით.  ამასთან, აღსანიშნავია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თანადგომა, რომლებიც მყისიერად რეაგირებენ რუსთავის საქალაქო სასამართლოს საჭიროებებზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში კვირის ბოლომდე ამავე პრინციპით მოეწყობა რამდენიმე სასამართლო სხდომის დარბაზი, რაც შესაძლებელს გახდის სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიების საქმეებზე სასამართლო სხდომები წარვმართოთ დაინტერესებული მხარეების დისტანციური მონაწილეობით. აღნიშნული ერთის მხრივ შეამცირებს სასამართლოში გამოსაცხადებელ პირთა რაოდენობას, რაც უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად და ამასთან, დაიცავს მხარეთა უფლებას, მიიღონ შეუფერხებელი მართლმსაჯულება.

ვფიქრობ, სწორედ ასეთი სოლიდარობით და თავდადებით შევძლებთ გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევას და დავიცავთ ერთმანეთსა და საზოგადოებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია