Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

12-01-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ახალგაზრდა, პერსპექტიული და ჩვენი აზრით, დიდი მომავლის მქონე მხატვრის ლია ცეცხლაშვილის დახმარებით, შეძლო განეხორციელებინა პროექტი: ,,ნუ მივაყენებთ პატარებს იმაზე მეტ ტკივილს ვიდრე სასჯელის სამართლებრივი მიზნები ითვალისწინებს“.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, საკუთარი ძალისხმევით, კორონავირუსის პანდემიისას პატიმრების სასამართლოში ბადრაგირების შეუძლებლობის პირობებში, ისარგებლა და საპატიმრო დანაყოფში მოაწყო პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნებისთვის განსხვავებული და არასრულწლოვნის საჭიროებებზე მორგებული საკანი, სადაც გარდა პირველადი საჭიროების ინვენტარისა, კედლები მოიხატა ანტუან დე სენტ ეგზიუპერის გენიალური ნაწარმოების „პატარა უფლისწულის“ ილუსტრაციებით და მისივე მნიშვნელოვანი განმარტებებით.

 

ქალბატონი ლია ცეცხლაშვილის, რომელიც ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და სწავლობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, უანგარო დახმარებით შესაძლებელი გახდა, ჩვენი არასრულწლოვნებისთვის მოგვეწყო ისეთი გარემო, სადაც აქცენტები გაკეთდა იმაზე, რომ  კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლოა მათ მოუწიოთ გარკვეული დროის გატარება პატიმრობაში, თუმცა, ამასთან, მნიშვნელოვანია, ეს პერიოდი განვლონ განსხვავებულ და შინაარსობრივად დატვირთულ გარემოში.

 

ჩვენს მიზანს წარმოადგენს, აქ მოხვედრილი არასრულწლოვანი დავაინტერესოთ განათლებით და ამასთან, მისი პატარა გულის სიღრმეში დავთესოთ პატარა უფლისწულის გულში და გონებაში ჩაბეჭდილი სწავლება: „მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი“. ვფიქრობთ, ჩვენი მონდომება უშედეგოდ არ ჩაივლის. თუმცა, გაცილებით მოხარულები ვიქნებით, თუ ეს საკანი მხოლოდ საჩვენებელი ისტორიის ნაწილად იქცევა რუსთავის საქალაქო სასამართლოსთვის და სრულიად საქართველოსთვის და არ დადგება არც ერთი სამართლებრივი საფუძველი, გამოყენებულ იქნას ეს საკანი მისი ძირითადი დანიშნულებით.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია