Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქ. რუსთავის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეები რუსთავის საქალაქო სასამართლოში

20-03-2015
 ქ. რუსთავის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეები რუსთავის საქალაქო სასამართლოში

2015 წლის 20 მარტს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ქ. რუსთავის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. სტუმრებმა სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები დაათვალიერეს, გაეცნენ სასამართლოში საქმეთა მიღებისა და რეგისტრაციის პროცედურებს. შენობის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამოსამართლეო საქმიანობა და სასამართლოში საქმისწარმოების წესი - სწორედ ამ თემების ირგვლივ დასვეს სტუმრებმა კითხვები. რუსთავის საქალაქო სასამართლო გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს მომავალ თაობაში სამართლებრივი უნარ-ჩვევების განვითარებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია