Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

იმიტირებული პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში

21-06-2017
იმიტირებული პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში

2017 წლის 11 აპრილს რუსთავის საქალაქო სასამართლოში პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში რუსთავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე რუსთავის N28 საჯარო სკოლიდან შერჩეულმა მოსწავლეებმა დამამძიმებელ გარემოებებში, უკანონოდ შეძენილი-შენახული ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კაზუსი განიხილეს. ღონისძიების დასასრულს პროკურატურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ  და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. ასევე იმიტირებულ სასამართლო პროცესში   წარმატებული მონაწილეობისთვის პროცესში  მონაწილე 21 მოსწავლე საქართველოს პროკურატურის სახელით სიგელებით დაჯილდოვდა. ნაფიც მსაჯულთა პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და საქართველოს კანონმდებლობის პრაქტიკული შესწავლის ხელშეწყობას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია