Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოში დასრულდა პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და მიღებული იქნა ვერდიქტი

21-06-2017
რუსთავის საქალაქო სასამართლოში დასრულდა პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და მიღებული იქნა ვერდიქტი

2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211 მუხლი, რომლის თანახმად 2017 წლის 1 იანვრიდან  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები, გარდა თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებისა, შეიქმნა  ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებშო, ასევე  ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 2 დეკემბრის N1/279  გადაწყვეტილებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ბოლნისისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.

აღნიშნული  ცვლილების  ამოქმედებისთანავე  პირველად, 2017 წლის 3 იანვარსრუსთავის საქალაქო სასამართლოში, წინასასამართლო სხდომაზე ორმა ბრალდებულმა მოითხოვა, რათა მათი სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109- მუხლის მეორე ნაწილის ,,’’ და მესამე ნაწილისქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125- მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) განეხილა ნაფიც  მსაჯულთა სასამართლოს.

საქართველოს სსსკ-ის 219- მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმე განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი წესით 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა 14 ნაფიცი მსაჯული. (12 ძირითადი და 2 სათადარიგო).

პირის  ბრალდების  შესახებ  დადგენილების  თანახმად: ერთ  ბრალდებულს რალად  ედებოდა:  განზრახ მკვლელობა  ჯგუფურადგანსაკუთრებული სისატიკით.

მეორე  ბრალდებულს  ბრალად  ედებოდა: განზრახ მკვლელობა  ჯგუფურად,  განსაკუთრებული სისატიკით,  ასევე  ცემა,  რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

მოცემული საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით დაიწყო 2017 წლის 17 მაისს.  

2017 წლის 15 ივნისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, სასამართლო სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიცემული განმარტებების საფუძველზე, იმსჯელა და  ამავე შემადგენლობამ კანონით დადგენილ ვადაში მიიღო გადაწყვეტილება ფაქტების შესახებ და იმსჯელა ორივე ბრალდებულის მიმართ წარდგენილ თითოეულ ბრალდებაზე;

ნაფიც მსაჯულთა  სასამართლომ, 12  ნაფიცი მსაჯულის შემადგენლობით, კანონით განსაზღვრულ დროში, ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით, გამოიტანა წარდგენილი ბრალდების ნაწილზე გამამტყუნებელი ვერდიქტი, ხოლო  წარდგენილი ბრალდების ნაწილზე გამამართლებელი ვერდიქტი, რომლის თანახმად:

ნაფიც  მსაჯულთა  სასამართლომ  ერთი  ბრალდებული უდანაშაულოდ  ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109- მუხლის მეორე ნაწილის ,,’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (განზრახ მკვლელობაჯგუფურად) - 8 ხმით 4-ის წინააღმდეგ;

 ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ იგივე  ბრალდებული  დამნაშავედ  ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  109- მუხლის მესამე ნაწილისქვეპუნქტით  (განზრახ მკვლელობა,   განსაკუთრებული სისასტიკით) - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მეორე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის  109- მუხლის მეორე ნაწილის ,,’’ და საქართველოს სსკ-ის  109- მუხლის მესამე ნაწილისქვეპუნქტები წარდგენილ ბრალდებაში (განზრახ მკვლელობაჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით)  ) - 8 ხმით 4-ის წინააღმდეგ;

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მეორე ბრალდებული დამნაშავედ ცნო 2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125- მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია