Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოში სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების მისაღწევად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

20-07-2017
რუსთავის საქალაქო სასამართლოში სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების მისაღწევად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ,,თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატში შეიქმნა მაგისტრის საშტატო ერთეული.

 მაგისტრი,  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-3211-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი მოსმენით  განიხილავს შემდეგ საქმეებს: პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ;  პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ; მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ; უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს; მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ; ასევე საქმეებს მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ.

 2017 წლის 18 ივლისის მდგომარეობით, მაგისტრის მიერ განხილულია 306 საქმე, რომელთა განხილვის საპროცესო ვადა არ აღემატება 1 თვეს, ხოლო მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებასა და გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეების განხილვის ვადა, საქმის სრულყოფილად გამოკვლევისათვის საჭირო მტკიცებულებების  შეგროვებისათვის განსაზღვრული დროის გათვალისწინებით, გარკვეულ შემთხვევებში გრძელდება 3 თვემდე, მაშინ როდესაც,  მაგისტრის საშტატო ერთეულის შექმნამდე ზემოაღნიშნული კატეგორიის საქმეებს განიხილავდა მოსამართლე და სასამართლოში საქმეთა სიმრავლიდან გამომომდინარე უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეთა საპროცესო ვადა ხშირად 5 თვემდე გრძელდებოდა. 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია