Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

20-07-2017
რუსთავის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

2017 წლის 11 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ განსასჯელ ლ.ყ. მიმართ, დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე რედაქცია) - ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენი.

2017 წელს რუსთავის საქალაქო სასამართლომ კიდევ 5 გამამართლებელი განაჩენი დაადგინა:

ბრალდებული დ.ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 01 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში; 

ბრალდებული რ.მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177 მუხლის მეორე ნაწილის  ,,ა’’ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

ბრალდებული გ.წ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქმედების ჩადენისას მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით) წარდგენილ ბრალდებაში.

ბრალდებული ზ. ვ. ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  260-ე მუხლის  პირველი და მეოთხე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.

ბრალდებული ზ. ხ. ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ასევე იგი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  109-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2017 წლის 01 იანვრიდან დღემდე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულია 304 სისხლის სამართლის საქმე. აქედან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 298 საქმეზე.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია