Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

04-08-2017
სასამართლომ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ  2017 წლის 01 ივლისს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღებისთვის  (ორი ეპიზოდი) ბრალდებული მულკადარ ვ. 2016 წლის 29 სექტემბრის  ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა. 

საქმის მასალების თანახმად მულკადარ ვ-მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით  0,0754 გრამი, რომელსაც უკანონოდ ინახავდა პირადად და  2016  წლის 29 სექტემბერს, ქ. თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, 370 ლარად უკანონოდ გაასაღა რუსლან ი-ზე.

აღნიშნულ ეპიზოდში სასამართლომ მიიჩნია,  რომ  ვერ იქნა წარმოდგენილი, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პირის ბრალეულობას.  

ხოლო 2016  წლის  27 სექტემბრის ეპიზოდში სასამართლომ  მულკადარ ვ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღებისთვის ცნო დამნაშავედ და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06  (ექვსი) წლის ვადით.

სასამართლოს  განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია