Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე გადაუკვალიფიცირა

14-08-2017
სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე  გადაუკვალიფიცირა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 27 აპრილს განზრახ მკვლელობისათვის დანაშაული გათვალისწინებული საქართვლოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით  ბრალდებულ ასტან კ-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე  დანაშაული გათვალისწინებული საქართვლოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაუკვალიფიცირა.

საქმის მასალების მიხედვით 2016 წლის 02 აგვისტოს ღამის დაახლოებით 23:30 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მიზნით ასტან კ-მ  ულხან მ-ს დანის ზურგის არეში მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, თუმცა განზრახვის შესრულება ვერ შეძლო დაზარალებულის მიერ წინააღმდეგობის გაწევის გამო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება საფუძველს არ იძლევა უტყუარად და დასაბუთებულად ყოფილიყო მიჩნეული დასკვნა იმის თაობაზე, რომ ასტან კ-მ ჩაიდინა ულხან მ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ბრალდებულის ქმედება სსკ-ს 19,108-ე მუხლიდან გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ს  117-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ასტან კ-ს ულხან მ-ის სხეულის დაზიანებისას გამოყენებული ხერხით და საშუალებით, არ ჰქონდა ულხან მ-ს  მოკვლის განზრახვა და დანით მიყენებული ჭრილობები მიზნად ისახავდა მისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.  

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია