Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

06-09-2017
სასამართლომ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ  2017 წლის  22 აგვისტოს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ს.მ. ნაწილობრივ უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდების ნაწილში.

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ს.მ.-ს ბრალად ედებოდა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ და მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის რამოდენიმეჯერ ნასამართლევი ს.მ. 2017 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. რუსთავში, მდებარე ა. პ.-ს საცხოვრებელ სახლში კარიდან შეღწევის გზით, მისაღებ ოთახში განთავსებული მაგიდის უჯრიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ა. ბ.- ის კუთვნილ ფულს 7140 ლარის ოდენობით და მობილურ ტელეფონს ღირებულს 50 ლარად, რითაც დაზარალებულს მიაყენა 7190 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლომ მიიჩნია,  რომ  ვერ იქნა წარმოდგენილი, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პირის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, ხოლო ს.მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

სასამართლოს  განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია