Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

06-09-2017
სასამართლომ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ  2017 წლის  1 სექტემბერს,  საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით და სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,დ” და მესამე ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ა. გ.   ნაწილობრივ უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,დ” და მესამე ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტებით   წარდგენილ ბრალდების ნაწილში. 

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ა.გ.-ს ბრალად ედებოდა ჯგუფურად ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. ასევე მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი არაერთგზის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. 

 

მითვისების ეპიზოდში სასამართლომ მიიჩნია,  რომ  ვერ იქნა წარმოდგენილი, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პირის ბრალეულობას, ხოლო  საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში სასამართლომ  ა. გ.  ჯგუფურად ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენებისათვის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი ცნო დამნაშავედ და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა  ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. 

 

სასამართლოს  განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია