Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა

11-09-2017
რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით არ დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა გადასახადის გადამხდელის სს ,,ე.”-ის დაყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ყადაღის დადება მოხდა სხვა ქონებაზე და არა მოვალის სს ,,ე.”-ის კუთვნილ ქონებაზე. 

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბრძანება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება და ახალი ბრძანების მიღებით შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები ქონების იძულებითი წესით რეალიზების პირობების არ არსებობის თაობაზე. პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ყადაღის დადება, მოხდა სხვა ქონებაზე და არა მოვალის სს ,,ე.”-ის კუთვნილ ქონებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე და არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატა საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების  საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილიბულიყო, შესაბამისად უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბრძანება. 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია