Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გამამართლებელი განაჩენი

04-01-2013
გამამართლებელი განაჩენი

2013 წლის 4 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარიამ ჭყოიძე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.


2012 წლის 12 აგვისტოს მარიამ ჭყოიძეს პროკურატურის მიერ წარედგინა თაღლითობის ბრალდება და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.


ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ მარიამ ჭყოიძე დაზარალებულების ნდობის გამოყენებით მოტყუებით დაეუფლა მათ ფულად თანხებს, ერთ ეპიზოდში 16.000 აშშ დოლარს, ხოლო მეორე ეპიზოდში -4 345 ევროსა და 10 100 აშშ დოლარს.


სასამართლო სხდომაზე საქმეზე გამოკვლეული  მტკიცებულებების შეფასებით ვერ დადასტურდა, რომ მარიამ ჭყოიძეს ჰქონდა დაზარალებულთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გაზრახვა, არამედ, დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამოქალაქო-სამართლებრივ, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობას, რის გამოც მარიამ ჭყოიძეს მოეხსნა წარდგენილი ბრალდება და მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის არარსებობის გამო  იგი გამართლდა ორივე ეპიზოდში. 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია