Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გამოხმაურება 2021 წლის 17 დეკემბერს მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

20-12-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გამოხმაურება 2021 წლის 17 დეკემბერს მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოეხმაუროს 2021 წლის 17 დეკემბერს ტელეკომპანია RUSTAVI 2 საინფორმაციო გადაცემა კურიერში გასულ სიუჟეტს და ინტერნეტ გამომცემლობების IMEDINEWS.GE და AMBEBI.GE გამოქვეყნებულ სტატიებს, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას. გავრცელებული სიუჟეტი და სტატიები შეიცავს არასწორ ინფორმაციას და გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ამომწურავი განმარტებები.

რუსთავის საქალაქო სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს ბრალდებულების .-ის, .-ის, .-, ..-ის .-ის, ..-ის და .- მიმართ. ბრალდების დადგენილების მიხედვით მათ ბრალად წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 2233- მუხლის მე-2  ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ,,ქურდული სამყაროსსაქმიანობის მხარდაჭერის შესაძლო ჩადენა.  ისინი დააკავეს 2021 წლის 7 ივლისს და აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის მიერ შეეფარდათ პატიმრობა. სისხლის სამართლის საქმე განსახილველად წარიმართა სასამართლოში 2021 წლის 17 აგვისტოს, საქმის არსებითი განხილვის დაწყებისთანავე 2021 წლის 24 სექტემბერს, ვინაიდან საქმე იყო მოცულობითი და მრავალპირიანი, ამ ბრალდებულების მიმართ საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად, მას შემდეგ მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა მხოლოდ ამ შვიდი ბრალდებულის მიმართ. საქმის მიმდინარეობისას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2301- პრიმა მუხლის შესაბამისად ერთხელ გადაისინჯა მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობა დარჩა ძალაში. ამ ეტაპისთვის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები და წერილობით მტკიცებულებები გამოკვლეულია, ბრალდების მხარეს წარმოსადგენი ჰყავს მხოლოდ ამ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელი პირები, პოლიციელები და გამომძიებლები. ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ არავინ არის დაზარალებულად ცნობილი, შესაბამისად არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა, როდესაც ითქვა, რომ საქმეს ჰყავს 100-მდე დაზარალებული. სიუჟეტში გამოყენებული იყო ასევე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, რომელიც არ არის შემხებლობაში ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან.

სასამართლო განმარტავს ასევე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198- მუხლით გათვალისწინებულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი, რომლის თანახმად, პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება, ხოლო საფუძველია  დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. აღნიშნულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძვლები, ამ ეტაპზე ვერ დასაბუთდა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულთა მიმალვის საფრთხე იმ ხარისხით, რომ მათ მიმართ გამოყენებული ყოფილიყო განგრძობადი პატიმრობა, მათ ამ საფრთხის უზრუნველყოფის მიზნით ჩამოერთვათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და პასპორტები.

სასამართლომ მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით მინიმალურია ბრალდებულთა მხრიდან სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა განადგურების, ან მათ მოპოვებაზე ხელისშეშლის, ასევე მოწმეებზე  ზეგავლენის საფრთხე, რადგან საქმეზე გამოძიება დასრულებულია, მოპოვებულია ყველა მტკიცებულება და წარმოდგენილია სასამართლოში, გამოკვლეულია ეს მტკიცებულებები, რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედების საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ დასაკითხ მოწმეთა წრე შემოიფარგლება მხოლოდ პოლიციელებით და გამომძიებლებით და მათზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ არსებობს, შესაბამისად ამ საფრთხის შეფასების თვალსაზრისით ისეთი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, როგორიც პატიმრობაა არარელევანტური და არაპროპორციულია. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს აქ იგულისხმება როგორც უკვე ჩადენილი დანაშაულის განმეორებით, ისე სხვა ტიპის დანაშაულის ჩადენა. ამ შემთხვევაშიც, აღნიშნული საფრთხე შეფასდა საქმის გარემოებათა ერთობლიობის ტესტით. მათ შორის, მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ არცერთი ბრალდებული, რომელთაც შეეცვალათ აღკვეთის ღონისძიება, არ არის წარსულში ნასამართლევი, ამასთან სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ საფრთხის უზრუნველყოფა შესაძლებელია ისეთი სახის აღკვეთის ღონისძიების ფარგლებშიც, როგორიც გირაოა. ასევე ბრალდებულთა სათანადო ქცევის უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენა ისეთი სამართლებრივი მექანიზმი, როგორიც არის პროკურორის ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დადგენილ დროს პოლიციის ორგანოში გამოცხადების ვალდებულება, რაც სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულთა სათანადო ქცევას. 

რაც შეეხება წარსულში მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის მიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეცვლილ აღკვეთის ღონისძიებას, ამ ნაწილშიც არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა არასწორი კონტექსტით, უნდა განიმარტოს, რომ ამ სისხლის სამართლის საქმის ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეეცვალათ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205- მუხლით დადგენილი 9 თვიანი საპატიმრო ვადის გასვლის გამო, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დღემდე მიმდინარეობს სასამართლოში და ბრალდების მხარეს არ დაუსრულებია თავისი მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია