Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

07-04-2022
რუსთავის საქალაქო სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში არსებული მცირე ფართის რაციონალურად გამოყენების და სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, გაზიარებულ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა და 2022 წლის თებერვალში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ფოიეში მოეწყო მცირე საოფისე სივრცე, რომლის განთავსებისთვის საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ 1მ2 ფართი.

მცირე საოფისე სივრცე აღჭურვილია ინდივიდუალური სავენტილაციო, ელექტრო და ინტერნეტ ქსელებით. საოფისე სივრცის კედლები დაფარულია ხმის დამხშობი ზედაპირით, რაც უზრუნველყოფს საოფისე სივრცეში მყოფი პირის მაქსიმალურ მყუდროებას და ამასთან, შეუძლებელს ხდის მისი ხმოვანი აქტივობების სმენადობას საოფისე სივრცის გარეთ მყოფი პირებისთვის.

აღნიშნულ საოფისე სივრცეში განთავსებული კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელი ხდება:

Ø    საოფისე სივრციდან სხდომის დარბაზში მიმდინარე სხდომებში მოწმეების დისტანციური დაკითხვა;

Ø    დისტანციურად მიმდინარე სხდომებში სასამართლოს შენობაში მყოფი თარჯიმნის ჩართვა;

Ø    რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული მხარეების ჩართვა სხვა სასამართლოებში მიმდინარე დისტანციურ სხდომებში.

იმის გათვალისწინებით, რომ მცირე საოფისე სივრცე დაცულია გარეშე ხმების შეღწევისგან, ეს გარემო მოსახერხებელი აღმოჩნდა, გამოგვეყენებინა რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ტესტირების რეჟიმში) მოქმედი ელექტრონული პროგრამების მომხმარებლებისთვის შესათავაზებლად. კერძოდ, ელექტრონული პროგრამების საშუალებით მცირემხედველ და წერა-კითხვის არმცოდნე პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, მხოლოდ ქართულ ენაზე ხმოვანი გამოხატვით შეადგინონ სასამართლოსთვის მიმართვის მათთვის სასურველი განცხადებები და ასევე ხმოვანი  ბრძანებით გაგზავნონ ისინი სასამართლოს კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე შემდგომი რეაგირებისთვის. მეორე ელექტრონული პროგრამა მცირემხედველ ან წერა-კითხვის არმცოდნე პირებს აძლევთ შესაძლებლობას, გაეცნონ (ხმოვანი ტრანსლაციით) მათთვის  განკუთვნილ სასამართლოს ელექტრონულ დოკუმენტაციას.

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის მცირე საოფისე ფართით დამოუკიდებლად სარგებლობის მიზნით, ისევე, როგორც სასამართლოს ყველა ფოიეში, ამ ტერიტორიაზეც მოეწყო ტაქტილური ბილიკი.

მცირე საოფისე სივრცით დაუბრკოლებლად სარგებლობისა და რაიმე სახის ტექნიკური შეფერხებების დაუყოვნებლივ აღმოფხვრის მიზნით, განისაზღვრა ორგანიზაციული საკითხები და  პასუხისმგებელი პირები.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია